|
დასახელება:
ბიზნეს-ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
სოფტგენი
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 31 მარტი
|
კომპანია "სოფტგენი" ვაკანსიას აცხადებს ბიზნეს-ანალიტიკოსის პოზიციაზე (Full Time).
კატეგორია: IT - ბიზნეს-ანალიტიკოსი
კომპანია: შპს "სოფტგენი"
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი - პარასკევი)
www.softgen.ge
სამუშაოს აღწერა და ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტში მონაწილე მხარეების ინტერვიუება და მოთხოვნების შეგროვება;
** პროექტის ფარგლებში შესასწავლი პროცესების დეტალური დიაგნოსტირება, ანალიზი, ბიზნეს - პროცესების მოდელირება, ფუნქციონალების შეთანხმება, ინტერფეისის შემუშავება და დოკუმენტირება;
** ტექნიკური მოთხოვნების იდენტიფიცირება და ტექ-დავალების მომზადება დეველოპერებისთვის;
** ფუნქციური ექსპერტიზა პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და გაშვების ფაზებში;
** პროექტის ფაზების Agile მეთოდოლოგიით დაგეგმარება, რეალისტური გრაფიკების შემუშავება და მართვა;
** სპეციალიზირებული ინსტრუმენტების (lJIRA, Asana, Slack, MS Project, Soap, Postman …) გამოყენება, XML, JSON ფაილებთან მუშაობა;
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი შეფერხებებისა და რისკების შეფასება, პრევენცია/პროგნოზირება და გადაჭრა;
** პროექტის სრული ციკლის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია ყველა მხარესთან, შესრულების პროგრესის პერმანენტული მონიტორინგი და შესაბამისი ცვლილებებისა და კორექტირებების პარალელური განხორციელება;
** შედეგების შეფასება, შესაბამისი რეპორტების მომზადება და ანგარიშგება.
პიროვნული უნარები:
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** სამუშაოს ვადის განსაზღვრა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
** ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა, დისციპლინირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
განათლება:
** უმაღლესი განათლება - (მაგისტრის ან ბაკალავრის ხარისხი), სასურველია ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ტექნიკური მიმართულებით.
დამატებითი უპირატესობა:
** უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო-საფინანსო სფეროში პროფილურ პოზიციაზე (ბიზნეს-ანალიტიკოსი) საქმიანობის გამოცდილების მქონე პირებს;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე.
ხელფასი: ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად (დამატებით - სამედიცინო დაზღვევა)
გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@softgen.ge 2026 წლის 31 მარტამდე და subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|