Робота для біженців з України
საწყობის უფროსი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი
მომწოდებელი: შპს გემრიელი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს "გემრიელი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: რუსთავი, სამგორის #1
განაკვეთი: სრული

ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობის გამართულ, ეფექტურ და სტანდარტებთან შესაბამის მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა
** პროდუქციის მიღება-გაცემა, გადაადგილებისა და შენახვის კონტროლი
** ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი
** თანამშრომელთა სამუშაო პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა
** საწყობის დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია წარმოების მიმართულებით გამოცდილება
** საწყობის მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე info@gemrieli.com.ge და სათაურში მიუთითეთ: "საწყობის უფროსი".

კომპანია გთავაზობთ:

** სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე