|
დასახელება:
რეპორტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ბიბლუსი
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე ანალიტიკის გუნდში.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თვის განმავლობაში გაყიდვების ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი პრობლემური ჯგუფების გამოვლენა;
** ყოველდღიური გაყიდვების რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმების მიხედვით;
** მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისად რეპორტების წარმოება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად რეპორტების ახალი ფორმების მოფიქრება, დამუშავება/აწყობა;
** არსებული რეპორტების განახლება და დახვეწა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** აქციების პერიოდულობის ანალიზი და მარკეტინგისა და შესყიდვების დეპარტამენტისთვის მიწოდება.
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება;
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: Excel-ის ცოდნა საბაზისო დონეზე
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე, სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატს ექნება კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა.
განათლება: სასურველია კანდიდატი იყოს ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, სტატისტიკის ან მათემატიკის მიმართულებით სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge. subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (რეპორტინგის სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|