|
დასახელება:
უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
სფეის კარგო
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
გადამზიდი კომპანია "სფეისკარგო" (https://www.spacecargo.ge/Home აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმის ფილიალში უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
"სფეისკარგო" ახორციელებს ტვირთების საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვას მრავალი მიმართულებით (იმპორტი, ექსპორტი). გვაქვს როგორც საცალო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები).
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
** ტვირთების მიღება/დახარისხება, თაროებზე განთავსება;
** მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ამანათის გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
** პერიოდულად საწყობის აღწერა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ არის სავალდებულო.
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან კადრს.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებასთან ერთად მოქნილი საბონუსე სისტემა;
** სპეც. ტარიფები კომპანიის სერვისებზე.
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით, 10:00-15:00, შაბათი: 11:00-15:00
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@spacecargo.ge. გადმოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი ბათუმში).
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|