Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701306&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Z.E.G.A Consulting
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
აუდიტორული კომპანია "ზ.ე.გ.ა. კონსალტინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამა ORIS-ს ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სხარტი და ლოგიკური აზროვნების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
** გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** სალაროს ნაშთის კონტროლი;
** საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: შეთანხმებით.
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე;
** ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: zegaconsulting@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია