Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701297&print=yes&view=jobs
 
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
"ბორან ლაითი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე.

მისამართი: ქ. თბილისი, მარნეულის ქ. #44

პირობები:

სამუშაო კრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 -დან 17:30-მდე;
ანაზღაურება: 1 თვე 1200 ლარი (ანაზღაურების მატება კვალიფიკაციიდან და შესრულებული სამუშაოს დახარჯული რესურსიდან გამომდინარე)

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ძირითადი მოვალეობები:

** საოპერაციო სისტემაში საჭირო ოპერაციების შესრულება:
** პროდუქციის ცოდნა;
** ოპერაციების პროგრამული ასახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად;
** შემოსული შეკვეთების გაფორმება და რეალიზაცია, ზედნადებების ატვირთვა RS-ზე, ზედნადებების დასრულება, შემოსავლების გატარება, ახალი კლიენტის დამატება, ანგარიშ-ფაქტურების გადაგზავნა, ჩამოწერა, საცალო გაყიდვა, შიდა გადაზიდვების, ინვოისის მომზადება/გადაგზავნა და სხვა საჭირო ოპერაციების შესრულება;
** ოფისის ნომერზე შემოსული ზარების პასუხი.
** მენსაბუთების მოწესრიგება (მიღება-ჩაბარებების მომზადება და გაფორმება, ზედნადებების ატვირთვა;
** დღიური საბუთების წარმოება;
** თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS word, MS Excel);
** სადიტსრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** პროგრამა Fina-ს ცოდნა (სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია;
** პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
** სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია