Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701251&print=yes&view=jobs
 
კარიერის ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარიერის ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
"ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი" აცხადებს კარიერის ცენტრისა და ახალგაზრდობის საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

"ქართული ამერიკული უნივერსიტეტის" მისიაა მოწინავე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკულ მოდელებზე ბაზირებული განათლების მიცემა, კვლევის წარმოება და ინოვაციური საქმიანობა. თანაბარი შესაძლებლობების მიცემის საფუძველზე - ცოდნის, უნარებისა და საყოველთაო ღირებულებების განმტკიცებითა და სოციალური პასუხისმგებლობის აღიარებით, საზოგადოების განვითარებისა და ქვეყნის გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ცოდნის შექმნისა, დაგროვებისა და გაზიარების გზით.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსიძის #10;
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: 2000 ₾ (net);

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების (ცენტრის) საქმიანობას;
** პასუხისმგებელია განყოფილების (ცენტრის) ფუნქციების სრულ და ჯეროვან განხორციელებაზე;
** უზრუნველყოფს განყოფილების (ცენტრის) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე უნივერსიტეტში შემოსულ განცხადებებსა და წერილებზე შესაბამის რეაგირებას;
** შრომის ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** კარიერული მხარდაჭერის სერვისის დანერგვა და ფუნქციონირება;
** ინფორმაციის მოძიება პოტენციურ დამსაქმებლებზე და მათთან თანამშრომლობა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის ორგანიზება;
** სტუდენტების ხელშეწყობა მათი ცოდნის, ინტერესების, მისწრაფებების შესაბამისი დასაქმების შესაძლებლობებში და პროფესიულ თვითრეალიზებაში;
** მიზნობრივი, ექსკლუზიური ვაკანსიების მოძიება და სტუდენტებისთვის /კურსდამთავრებულებისთვის შეთავაზება;
** ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების საშუალებით სტუდენტების ინფორმირება შრომის ბაზრის შესაძლებლობების, პერსპექტივების შესახებ;
** სტუდენტთა დახმარება CV-ის, სამოტივაციო წერილის და სამუშაოს ძიების პროცესში საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადებაში და დამსაქმებელთან ინტერვიუს წარმართვაში;
** დასაქმებაში ხელშეწყობის თვალსაზრისით ტრენინგების, შეხვედრების, დასაქმების ფორუმების ორგანიზება;
** დამსაქმებლებთან/პროფესიულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა სტუდენტებისთვის დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით (მათ შორის სტაჟირება და სხვა);
** სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა, დამსაქმებელთა, პროფესიული ორგანიზაციების გამოკითხვა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან - სკოლებთან ერთად შედეგების ანალიზი;
** მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების (ცენტრის) მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
** ზოგადსაგანმანათლებლო და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
** აბიტურიენტებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება უნივერსიტეტში არსებული პროგრამების შესახებ;
** აბიტურიენტებისთვისა და მათი კანონიერი წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღის და მოდელირებული ლექციების დაგეგმვა-განხორციელება;
** აბიტურიენტებისთვის სხვადასხვა ხასიათის კონკურსებისა და ტურნირების დაგეგმვა-განხორციელება;
** უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს შორის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება უკუკავშირის გაზიარების მიზნით;
** სამსახურის მიზნებიდან გამომდინარე, ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებსა და მითითებებს.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით
** მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების სფეროში;
** სასუველია საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ინგლისურ ენაში;
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV თანდართული ფოტოთი ელ-ფოსტაზე: vacancy@gau.edu.ge 27 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის /ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია