Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701232&print=yes&view=jobs
 
ტენდერი ტრანსპორტირების მომსახურების მოწოდებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ტრანსპორტირების მომსახურების მოწოდებაზე
მომწოდებელი: ჯვარის სათემო განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
თანდართული ფაილი: 701232_Attachment_8945831.zip
"ჯვარის სათემო განათლების ცენტრი" აცხადებს ტენდერს ტრანსპორტირების მომსახურების მოწოდებაზე.

ჯვარის სათემო განათლების ცენტრი, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში ტრანსპორტირების მომსახურების მოწოდების მიზნით იწვევს იურიდიულ/ინდ. მეწარმე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

კომპანია/ინდ.მეწარმე ვალდებულია 2026-2027-2028 წლის განმავლობაში უზრუნველყოს პროექტის თანამშრომლების ტრანსპორტირება შემდეგი მარშრუტებით: ქ. ჯვარში შიდა ქუჩები და უბნები და ქ. ჯვარიდან ფოცხოს დასახლებში; მგზავრების ტრანსპორტირებისათვის კომპანიამ/ინდ. მეწარმემ საჭიროებისამებრ უნდა უზრუნველყოს მსუბუქი ავტომობილებით მომსახურება.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

ჯვარის სათემო განათლების ცენტრი 2010 წლიდან საქმიანობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ცენტრის ძირითად მიზნებს წარმოადგენს დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაზრდა მათთვის შრომის ბაზარზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების მიწოდებით; ადგილობრივი და დევნილი მოსახლების სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; საზოგადოებაში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/jvari.cec/

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტი - "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემში, კერძოდ, ქ. ჯვარსა და სოფელ ფოცხოეწერში მცხოვრები როგორც 120 მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახის სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას, ისე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოჯახის მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ექვს საგანმანათლებლო საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა უფლებების დაცვის, მათ შორის, ძალადობისგან დაცვის საკითხებზე.

მომსახურების მიზანი:

პროექტის "საქართველოში ადგილობრივი თემისა და პარტნიორების გაძლიერებით, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური ფუნქციონირების გაუმჯობესება" ფარგლებში პროექტის თანამშრომლების ტრანსპორტირების მომსახურებით უზრუნველყოფა 2026-2027-2028 წლების განმავლობაში.

სავალდებულო მოთხოვნები:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ტექნიკური განაცხადი:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები).
** კომპანიის/ ინდ. მეწარმის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებ (ებ)ის ტექნიკური ინსპექტირების/დათვალიერების ამსახველი დოკუმენტაცია;
** ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ;
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის/ინდ.მეწარმის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ფასის განაცხადი:

** მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე.
** დაინტერესებულ პირებს მომსახურების ხარჯთაღრიცხვის შესავსები დოკუმენტის ჩამოტვირთა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.

გთხოვთ, წარმოადგინოთ:

** ჯვარის მასშტაბით მომსახურების ფასის განაცხადი კილომეტრაჟის მიხედვით. შიდა ქუჩები : ყაზბეგის ქ, გოგებაშვილის ქ, ცოტნე დადიანის ქ. აფაქიძის ქ, ვაჟა-ფშავწლას ქ. ანდრია პირველწოდებულის ქ. - თვეში 2-4 ვიზიტი;
** ჯვარი-ფოცხოს მარშრუტის ფასის განაცხადი კილომეტრაჟის მიხედვით- თვეში 2-4 ვიზიტი. (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომსახურება მოიცავს ადგილზე გარკვეული დროით (4-5 საათი) ლოდინის საჭიროებას.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 3 დღისა.

მომსახურების გაწევის ვადები: 2026 წლის 1 მარტიდან - 31 მარტი, 2028 წელი.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 22 თებერვალი

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: jvari.cec@gmail.com

გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ტრანსპორტირების მომსახურება".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია