|
დასახელება:
ვადაგადაცილებული აქტივების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ფინჰაბ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
"ფინჰაბ ჯორჯია" წარმოადგენს უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 5 ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში, რუმინეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და საქართველოში.
კომპანია ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის კომპანიებისაგან და დავალიანების მქონე პირებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი ფინანსური პრობლემის ოპტიმალურად მოგვარებაში. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც მომხმარებლებთან აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სთავაზობენ დავალიანების დაფარვას მათ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიაღწიე პროფესიულ წარმატებას!
ჩვენ ვეძებთ ვადაგადაცილებული აქტივების კოორდინატორს, შემოუერთდი ჩვენს გუნდს და ააწყე წარმატებული კარიერა ფინანსურ სფეროში!
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ #49/49 ბ;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ₾ + ყოველთვიური ბონუსი. (ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 2000 ლარიდან)
რას გთავაზობთ?
** მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
** კარიერული ზრდისა და განვითარების რეალური შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება + შედეგზე დამოკიდებული ბონუსები;
** სტაბილური, სანდო და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.
რა იქნება შენი როლი?
** კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და ინდივიდუალური გადახდის გეგმების შეთავაზება;
** დებიტორული პორტფელის მართვა და გადახდების კონტროლი;
** ვადაგადაცილებული აქტივების ეფექტიანი მართვა და პრობლემების მოგვარება;
** მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების მიღწევა გადახდებზე;
** საჭიროების შემთხვევაში პრობლემურ კლიენტებთან ვიზიტები;
** რესტრუქტურიზაციის პროცესების დაგეგმვა და კონტროლი;
** ყოველდღიური ანგარიშგება და გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** ურთიერთობა სამართლებრივ ორგანოებთან.
ვინ გვაინტერესებს?
** კომუნიკაბელური და თავდაჯერებული ადამიანი;
** პასუხისმგებლიანი, მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის მოყვარული;
** გამოცდილება ფინანსურ/კოლექშენის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
თუ გინდა სტაბილური შემოსავალი, პროფესიული ზრდა და გუნდი, რომელიც გაძლევს მხარდაჭერას — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
გამოგვიგზავნე CV და დაიწყე კარიერა კომპანიაში, რომელიც აფასებს შედეგს და ადამიანებს, გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: hr@finhub.ge და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ფინჰაბ ჯორჯია"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
https://www.finhub.ge/ka
|
|
|
|