|
დასახელება:
ხარჯთაღმრიცხველი
|
| მომწოდებელი:
One Point
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი" პარტნიორი ორგანიზაციისთვის აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის (ინფრასტრუქტურული პროექტები) პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ხარჯთაღრიცხვების შედგენა და წინასწარი ხარჯების განსაზღვრა;
** სამუშაოების ღირებულებების ანალიზი და მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ ნორმებთან და საბაზრო ფასებთან;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და გამოყენებული მასალების რაოდენობის დათვლა/გადამოწმება;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების კონტროლი და დამტკიცებულ ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა N2) მომზადება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და საჭირო დოკუმენტების მომზადება;
** პერიოდული ანგარიშგება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო ან შესაბამის სფეროში;
** ხარჯთაღრიცხვების მომზადების სულ მცირე 1-2 წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა ინფრასტრუქტურულ პროექტებში);
** სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების ღირებულებების განსაზღვრის პრინციპების ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით);
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: vkakuchaia@onepoint.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია ვან ფოინთმა დაამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
|
|
|
|