|
დასახელება:
ჯუნიორ იმპორტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
გრანდ ელექტრონიქსი
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand electronics აცხადებს ვაკანსიას ჯუნიორ იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საერთაშორისო ბაზარზე ბრენდებისა და პროდუქციის მოძიება;
** საერთაშორისო ბრენდებთან და ქარხნებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** კონკრეტული პროდუქტების (ციფრული ტექნიკის) კვლევა, ანალიზი და შედარება ბაზრის მოთხოვნებთან;
** შესყიდვების დაგეგმვა და იმპორტის პროცესის სრული ციკლის მართვა;
** შეკვეთების ფორმირება, შესრულების კონტროლი და მიწოდების ვადების მონიტორინგი;
** ლოჯისტიკურ კომპანიებთან ურთიერთობა;
** შიდა გუნდებთან (გაყიდვები, მარკეტინგი) ეფექტური თანამშრომლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა -განსაკუთრებით MS Excel;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, ნებისმიერი სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@grandel.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|