|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ავეჯის კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
ავეჯის კომპანია ბათუმში აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების მქონე კანდიდატს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ბრენდის განვითარებასა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** კომპანიის მიზნების შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** ბაზრის, კონკურენტებისა და სამიზნე აუდიტორიის კვლევა და ანალიზი
** ბრენდის პოზიციონირების და იმიჯის მართვა
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია (ონლაინ / ოფლაინ)
** ციფრული მარკეტინგის არხების მართვა (Social Media, Google Ads, კონტენტ მარკეტინგი, ელფოსტა)
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და ლიდების გენერაციის მხარდაჭერა
** კონტრაქტორ პარტნიორებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა
** კამპანიების შედეგების ანალიზი და ანგარიშგება
** ტენდენციებისა და ინოვაციების მუდმივი მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის სფეროს მიმართულებით
** მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები
** (სასურველია) ინგლისური ენის ცოდნა
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 5/2, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი + ბონუსი შედეგებიდან
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV და ფოტოსურათი გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.batumiagency@gmail.com
P.S. გასაუბრება მოხდება მხოლოდ CV-ებით შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|