Робота для біженців з України
საფინანსო სამსახურის ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საფინანსო სამსახურის ბუღალტერი
მომწოდებელი: ემ თი ეი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას საფინანსო სამსახურის ბუღალტრის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.

შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ მრავალფეროვან ღონისძიებებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ხელზე ასაღები - 2450 ლარი (პოზიცია ითვალისწინებს 6 თვიან გამოსაცდელ პერიოდს)

ბუღალტრის ფუნქცია-მოვალეობები:

** შპს "ემ თი ეი"-ს მიერ შესყიდული აქტივების/სამუშაოს/მომსახურების და სხვა ხარჯების პირველადი დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge) უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების განხორციელება.
** შპს "ემ თი ეი"-ს თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისა და სხვა განაცემების სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge) რეგისტრაცია; საშტატო ნუსხის, ვალდებულებების და გადარიცხვების რეგისტრაცია, სახელფასო მოდულის გამოყენება და ელექტრონული უწყისის გენერირება.
** შპს "ემ თი ეი"-ს თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯების პირველადი დოკუმენტების რეგისტრაცია და ანგარიშსწორება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge); მივლინებების წინასწარი გადახდებისა და დამოწმების დოკუმენტების დამუშავება შემოსული ბრძანებების მიხედვით.
** ავანსად გადარიცხული თანხების ვადების კონტროლი და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (etreasury.ge) საავანსო მოთხოვნების დამოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით.
** სასურველია საჯარო დაწესებულებაში საფინანსო/ბუღალტრული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
** სავალდებულოა MS Office: Word; Excel; Power Point; Outlook - ის ცოდნა;
** სავალდებულოა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული სისტემის (eTreasury) ძალიან კარგი ცოდნა;
** საქართველოს კანონი "საქართველოს საგადასახადო კოდექსი".
** "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება.
** "დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება.
** "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება.
** "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის/მონაცემთა ფინანსური ანალიზის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დავალებებზე სწრაფად და ეფექტიანად რეაგირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დისციპლინის, ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა,
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2026 წლის 22 თებერვლისა და Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე