|
დასახელება:
IT დაშვების სისტემის ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ემ თი ეი
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დაშვების სისტემის ინჟინრის პოზიციაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.
შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:
** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ მრავალფეროვან ღონისძიებებს.
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ხელზე ასაღები - 3000 ლარი (პოზიცია ითვალისწინებს 6 თვიან გამოსაცდელ პერიოდს)
დაშვების სისტემის ინჟინრის ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე დაშვების სისტემის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფა.
** კომპანიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე დაშვების სისტემების კონფიგურაციის უზრუნველყოფა.
** კომპანიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე სამეთვალყურეო კამერების სისტემების კონფიგურაციისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
** არსებულ ლოკალურ ქსელში ფიზიკური დაზიანებების აღმოფხვრა.
** საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლების კონსულტაცია კომპანიის კურორტების დაშვების სისტემების საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება
** მსგავს სფეროში 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შედეგებზე ფოკუსირება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2026 წლის 22 თებერვლისა და Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
|
|
|
|