|
დასახელება:
ლუქს ბრენდების ამბასადორი
|
| მომწოდებელი:
ლუკასი
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
კომპანია "ლუკასი" მსოფლიოში წამყვანი ალკოჰოლური ბრენდების წარმომადგენლობა საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ და შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც გახდება ლუქს ბრენდების ამბასადორი ჰორეკა სექტორში.
მთავარი მოთხოვნა:
** პრემიუმ კლასის ალკოჰოლურ ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
** ჰორეკა სექტორში გაყიდვების განვითარება (5* სასტუმროები, პრემიუმ რესტორნები, ბარები, კლუბები, ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები);
** ახალი პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** არსებული მომხმარებლების ეფექტური მართვა;
** კომერციული წინადადებების მომზადება;
** გაყიდვების თვიური და წლიური გეგმის შესრულება;
** ფასისი პოზიციონირების დაცვა;
** პროდუქტის პროფესიონალური პრეზენტაცია;
** დეგუსტაციების, პრომო აქტივობების და ბრენდული ღონისძიებების ორგანიზება;
** გადახდების დისციპლინის კონტროლი;
** ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ჰორეკა სექტორში და გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია პრემიუმ კლასის ალკოჰოლური სასმელების კუთხით);
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და კონტრაქტების დახურვის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (სასურველია);
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიო დონის ლუქს ბრენდებთან;
** პროფესიულ ზრდას და განვითარების პერსპექტივას;
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას.
თუ ხართ დაინტერესებული რომ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: info@lukasiwinery.com
|
|
|
|