Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701112&print=yes&view=jobs
 
IT მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მენეჯერი
მომწოდებელი: აგრონომი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
შპს "აგრონომი" წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე: http://www.agronom.com.ge/

შპს "აგრონომი" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

** თავისუფალი განაკვეთი: გამოძახება საჭიროებისამებრ, ასევე საჭირო იქნება რეგიონში სიარული, საჭიროებისამებრ;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ასევე შესაძლოა მივლინებები რეგიონებში;
** ანაზღაურება: 1500 ლარი, რეგიონში გასვლის შემთხვევაში ანაზღაურდება საწვავის და მივლინების ხარჯი.

ძირითადი მოვალეობები:

** MS Windows Active Directory, HyperV და Windows Server გარემოს ადმინისტრირება და უსაფრთხოება;
** პროგრამა Smart PSS-ის და dahua-ს მოძრავი და უძრავი IP კამერების მართვა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში, საჭიროებისამებრ;
** კომპანიის ქსელური ინფრასტრუქტურის ოპერაციული მხარდაჭერა და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა კომპიუტერების პროგრამული გამართულობის და შემოწმების უზრუნველყოფა; საჭირო პროგრამების ინსტალირება და განახლება;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო და ტექნიკური მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამა Smart PSS - ის ცოდნა და dahua-ს მოძრავი და უძრავი IP კამერების მართვის გამოცდილება;
** მართვის მოწმობის და საკუთარი ავტომობილის ფლობა

გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - IT მენეჯერი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "აგრონომის" (ს/კ: 200265319, მის: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ონიაშვილის ქ., N 25 ; ქ. თბილისი, ონიაშვილის ქ., N 27, ბინა N26, ელ-ფოსტა: agronom@agronom.com.ge (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით. გაცნობებთ, რომ მოცემული თანხმობის გამოხმობა შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია