Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701097&print=yes&view=jobs
 
მფლობელებთან ურთიერთობის ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მფლობელებთან ურთიერთობის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: White Sails
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
ბათუმში მდებარე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი "ვაით სეილსი - White Sails" აცხადებს ვაკანსიას მფლობელებთან ურთიერთობის დეპარტამენტში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

"White Sails" არის თანამედროვე პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვის პირველ ზოლში.

2020 წელს აშენებული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია 1098 აპარტამენტი, 27-მეტრიანი ღია საცურაო აუზი, რომელიც გათვლილია როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის, 13, 000 კვ.მ. რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, პარკინგი, 24-საათიანი რეცეფცია.

ჩვენი მიზანია საუკეთესო მომსახურების შეთავაზება ჩვენი კომპლექსის სტუმრებისთვის და მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება ჩვენი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი.

ჩვენ გთავაზობთ ჯანსაღ სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე 12-საათიანი ცვლა როგორც დღის, ასევე ღამის (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: 1100 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მისამართი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N5

ძირითადი მოვალეობები:

** ბინების მფლობელთა მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და ინფორმაციის სისტემატური განახლება
** მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მართვა და კონტროლი
** მფლობელებთან ეფექტური და უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა კომპლექსში მიმდინარე ცვლილებების, განახლებებისა და მოქმედი პოლიტიკის შესახებ
** მფლობელთა მხარდაჭერისა და კონსიერჟ სერვისების მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფა
** ბილინგისა და გადახდების მონიტორინგი, მათ შორის საერთო სივრცის ყოველთვიური გადასახადებისა და დამატებით შეკვეთილი მომსახურებების კონტროლი
** მომსახურების მოთხოვნების მიღება, დამუშავება და კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია
** მფლობელთა და/ან მათი სტუმრების რეგისტრაცია, პირადი დოკუმენტების სკანირება და დადგენილი წესების შესაბამისად შენახვა

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა - რუსული და ინგლისური სავალდებულოა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სამუშაო პროცესებისადმი კეთილსინდისიერი მიდგომა
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პარტნიორული და კოლეგიალური ურთიერთობების ეფექტურად დამყარებისა და შენარჩუნების უნარი
** პრობლემური სიტუაციების სწრაფად, დამოუკიდებლად და ეფექტურად გადაჭრის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების განვითარებული უნარი და გადაწყვეტილებების მიღების კომპეტენცია

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** ფასდაკლებას კომპლექსში განთავსებულ რესტორნებში, სპა-ცენტრში, სავარჯიშო დარბაზებში, აუზსა და სხვა სერვისებზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას, თქვენი ფიზიკური კეთილდღეობის მხარდასაჭერად
** უზრუნველყოფილ კვებას სამუშაო დღეებში
** Day Off - დამატებით 6 ანაზღაურებად დასვენების დღეს
** დაბადების დღის აღსანიშნავად დამატებით ანაზღაურებად დასვენების დღეს
** პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას - ტრენინგები და განვითარების პროგრამები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: hr@wsr.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება "White Sails"-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია