Робота для біженців з України
ტექნიკური ზედამხედველი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ზედამხედველი
მომწოდებელი: White Sails
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
ბათუმში მდებარე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი "ვაით სეილსი - White Sails" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე.

"White Sails" არის თანამედროვე პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვის პირველ ზოლში.

2020 წელს აშენებული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია 1098 აპარტამენტი, 27-მეტრიანი ღია საცურაო აუზი, რომელიც გათვლილია როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვის, 13, 000 კვ.მ. რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, პარკინგი, 24-საათიანი რეცეფცია.

ჩვენი მიზანია საუკეთესო მომსახურების შეთავაზება ჩვენი კომპლექსის სტუმრებისთვის და მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება ჩვენი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი.

ჩვენ გთავაზობთ ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: 1500 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მისამართი: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების N5

პოზიციის აღწერა: კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში საინჟინრო სისტემების გამართულ მუშაობაზე, ტექნიკური პერსონალის კოორდინაციასა და სარემონტო/პრევენციული სამუშაოების ორგანიზებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საინჟინრო სისტემების მონიტორინგი (ელექტრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, HVAC, ლიფტები, სახანძრო უსაფრთხოება და სხვ.)
** ტექნიკური გაუმართაობების დროული აღმოფხვრა
** პრევენციული ტექნიკური მომსახურების დაგეგმვა და კონტროლი
** ტექნიკური გუნდის მართვა
** კონტრაქტორებთან და სერვის კომპანიებთან კოორდინაცია
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ან საშუალო ტექნიკური განათლება
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საინჟინრო სისტემების პრაქტიკული ცოდნა
** გუნდური მუშაობისა და მართვის უნარი
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა სასურველია

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** ფასდაკლებას კომპლექსში განთავსებულ რესტორნებში, სპა-ცენტრში, სავარჯიშო დარბაზებში, აუზსა და სხვა სერვისებზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას, თქვენი ფიზიკური კეთილდღეობის მხარდასაჭერად
** უზრუნველყოფილ კვებას სამუშაო დღეებში
** Day Off - დამატებით 6 ანაზღაურებად დასვენების დღეს
** დაბადების დღის აღსანიშნავად დამატებით ანაზღაურებად დასვენების დღეს
** პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას - ტრენინგები და განვითარების პროგრამები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: hr@wsr.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება "White Sails"-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე