|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჭიტა
|
|
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.
ვაკანსია: ფილიალის მენეჯერი
მდებარეობა: რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (9:30 - 18:30)
დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული 900ლ + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფინანსური, სალარო და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება
** სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის და გამართულობის კონტროლი
** სალაროს გამართული მუშაობის მონიტორინგი
** თანამშრომელთა მართვა და სამუშაო გრაფიკების შედგენა
** კორპორატიული გაყიდვების ხელშეწყობა
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
პიროვნული თვისებები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია
** მიზანმიმართული და ორგანიზებული მიდგომა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@chita.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "ფილიალის მენეჯერი" - რუსთავი
|
|
|
|