Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701046&print=yes&view=jobs
 
ბიზნესის განვითრების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითრების მენეჯერი
მომწოდებელი: KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
სატრანსპორტო კომპანია შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" (KTL) აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის/Business Development Manager პოზიციაზე.

ჩვენს კომპანიას აქვს 22 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, ფლობს საკუთარ ავტოპარკსა და საბაჟო საწყობებს საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სპექტრს. ჩვენი წარმატების უკან დგანან პროაქტიული და პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რომ საერთო მონდომებით ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

პოზიციის მიზანი

ბიზნესის განვითარების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ზრდაზე, ახალი ბაზრების და კლიენტების მოზიდვაზე, მარკეტინგისა და გაყიდვების სისტემურ განვითარებაზე და ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაციაზე

ფუნქცია და მოვალეობები:

1. ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მართვა

** მომსახურე კომპანიებთან (სადაზღვეო კომპანია, IT, მარკეტინგი, აუთსორსი და სხვა) ურთიერთობის კოორდინაცია
** თანამშრომელთა ხელშეკრულებების და დოკუმენტაციის მართვა
** არსებული სამუშაო სტრუქტურის შეფასება და რეფორმირება
** ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდა
** HR პროცესებში ჩართულობა (შერჩევა, შეფასება, მოტივაცია)
** შიდა წესების და ადმინისტრაციული პროცედურების დანერგვა

2. გაყიდვების მართვა

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება
** გაყიდვების გუნდის ფორმირება და მართვა
** გაყიდვების გეგმის დასახვა და შესრულების კონტროლი
** ახალი კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან

3. მარკეტინგი და ბაზრის განვითარება

** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** კომპანიის ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა და გაუმჯობესება
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ეფექტიანობის შეფასება
** კლიენტების კმაყოფილების კვლევა და გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება
** მარკეტინგული მასალების (ბროშურები, კატალოგები, პრეზენტაციები და სხვა) შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 2-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესის განვითარების, გაყიდვების ან მენეჯერულ პოზიციაზე (სასურველია ლოგისტიკის სფეროში)
** გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება
** მოლაპარაკების და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** მარკეტინგული ინსტრუმენტების და ციფრული პლატფორმების ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული თვისებები:

** პროაქტიური და მოტივირებული
** ლიდერობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ინიციატივიანობა და განვითარების ხედვა
** კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** პიროვნული განვითარების სურვილი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას დინამიურ და მზარდ კომპანიაში
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
** ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს
** თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილს
** კვალიფიკაციის შესატყვის ანაზღაურებას
** ფიქსირებულ ხელფასთან ერთად საბონუსე KPI სისტემაში ჩართვას

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, "თბილისი გარდენსი", მიხეილ ასათიანის ქ.10

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@ktl-georgia.com. სათაურის ველში მიუთითეთ "ბიზნესის განვითარების მენეჯერი".

არ დაელოდოთ განცხადების ამოწურვის ვადას, ვაკანსიის გამოქვეყნების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით პოტენციურ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია