Робота для біженців з України
მთავარი მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი მზარეული
მომწოდებელი: ინდეკო
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
"ინდეკო ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მზარეულის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა და შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვის უზრუნველოყოფა
** სეზონური მენიუს შედგენა და განახლება რესტორნის კონცეფციის შესაბამისად
** საკვების ხარისხის, გემოსა და პრეზენტაციის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** პროდუქციის ხარჯების, მარაგისა და ნარჩენების კონტროლი
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** ღონისძიებებისა და სხვადასხვა აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა
** სამზარეულოს გუნდის განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა

საჭირო უნარები:

** მინიმუმ რამდენიმე წლიანი გამოცდილება მთავარი ან აღმასრულებელი მზარეულის პოზიციაზე
** ძლიერი ლიდერული, გუნდური და კომუნიკაციის უნარები
** საკვების ხარჯთაღრიცხვასა და მარაგების მართვაში გამოცდილება
** კრეატიულობა და თანამედროვე სამზარეულოს ტენდენციების ცოდნა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და პოზიტიური დამოკიდებულება
** კულინარიული განათლება ან შესაბამისი სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს მუდმივად განვითარდე
** კვებას და კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენს რესტორნებში
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: elenedzebisashvili@bluefoxtbilisi.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე