Робота для біженців з України
F&B სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: F&B სუპერვაიზერი
მომწოდებელი: IOTA Hotels
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას, F&B სუპერვაიზერის პოზიციაზე.

"IOTA"- აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნების ყველა დანაყოფის, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა - დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა
** თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და მათი ინსტრუქტაჟი, აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** მომსახურების ხარისხის კონტროლი კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით
** მარაგების კონტროლი
** შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი
** რესტორნის შინაგანაწესით დადგენილი მომსახურების სტანდარტების რეგულარული გაცნობა/განხორციელება
** დროული რეაგირება ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში და სათანადო განყოფილებებისათვის ახალი ინფორმაციის მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "Fina" -ს ცოდნა
** რესტორნის ოპერირების სქემის, ბუფეტის ტიპის კვებისა და ინდივიდუალური შეკვეთების მომსახურების წესების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("F&B სუპერვაიზერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე