Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Scope
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
ციფრულ მარკეტინგულ სააგენტო "Scope"-ში აქტიური გვაქვს სოციალური მედია მენეჯერის (SMM) პოზიცია, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს და ჩაერთვება როგორც კრეატიული ქოფების შექმნის, ასევე Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების მართვის პროცესში.

SMM-ის ფუნქცია-მოვალეობებია:

** სხვადასხვა ბრენდისთვის დაგეგმილი კონტენტის სტრატეგიის აღსრულება;
** Copywriting - კრეატიული, გაყიდვებზე ორიენტირებული ტექსტების შექმნა;
** Social Media Design Brief-ების შედგენა და დიზაინერებთან მუშაობა;
** Meta Ads Manager-ში კამპანიების აწყობა, ტესტირება და ყოველდღიური ოპტიმიზაცია;
** რეპორტინგი - შედეგების მოკლე ანალიზი გუნდთან;
** ვიზუალური მასალის შინაარსობრივი კონტროლი (ფოტო/ვიდეო კონტენტი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება SMM-ის პოზიციაზე;
** აუცილებელია Meta Ads Manager-ში კამპანიების დამოუკიდებლად აწყობისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** სხვადასხვა ბრენდთან ერთდროული მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** საწყისი ანაზღაურება: 2000/2500 GEL (NET) - გამოცდილების შესაბამისად;
** სამუშაო დრო: 10:00-19:00;
** სამუშაოს ტიპი: On-Site;

ოფისი: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი N65;

გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ ელ.ფოსტაზე: hr@scope.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - SMM.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე