|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დეგუსტო
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
კაფეტერიათა ქსელი "დეგუსტო" 10 წელზე მეტია ერთგულად ემსახურება მომხმარებელს. ბოლო რამოდენიმე წელია ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია თბილისის მასშტაბით 24 ფილიალით, ულტრათანამედროვე საწარმოთი და 500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის ხარისხი, ხელმისაწვდომობა, თანამშრომლებზე
ზრუნვა და განვითარება დაარსების დღიდან უმთავრესი ღირებულებაა.
"დეგუსტო" აცხადებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას ქ. თბილისში.
ანაზღაურება: 2000 ლარი (NET) + ბონუსი გაყიდვებიდან
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 18:00.
სამუშაოს აღწერა:
** ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება
** არსებული კორპორატიული კლიენტების მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და კმაყოფილების უზრუნველყოფა.
** კლიენტებთან კომუნიკაცია: მათი მოთხოვნების გაგება, მენიუს შეთავაზება და შეკვეთების დაზუსტება.
** ყოველდღიური მიწოდების გრაფიკისა და მენიუს დაგეგმვის კონტროლი.
** კლიენტების მოთხოვნების ან პრობლემების სწრაფი და ეფექტური მოგვარება.
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება, ბაზრის ანალიზი და გაყიდვების პროცესის მუდმივი მხარდაჭერა.
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით აუცილებელია. უპირატესობა მიენიჭება კვების ინდუსტრიის მიმართულებით გამოცდილ კანდიდატებს.
** კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.
** ორგანიზებულობა, ზუსტი დროის მართვა და დეტალებზე ორიენტირება.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და პრობლემების სწრაფი მოგვარება.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ რეზიუმე მეილზე - hr@degusto.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591 59 70 70.
|
|
|
|