|
დასახელება:
ხორცის ტექნოლოგი
|
| მომწოდებელი:
დეგუსტო
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
კაფეტერიათა ქსელი "დეგუსტო" 10 წელზე მეტია ერთგულად ემსახურება მომხმარებელს. ბოლო რამდენიმე წელია ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია თბილისის მასშტაბით 24 ფილიალით, ულტრათანამედროვე საწარმოთი და 500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის ხარისხი, ხელმისაწვდომობა, თანამშრომლებზე
ზრუნვა და განვითარება დაარსების დღიდან უმთავრესი ღირებულებაა.
"დეგუსტო" აცხადებს ხორცის ტექნოლოგის ვაკანსიას ფონიჭალაში არსებულ ულტრათანამედროვე საწარმოში.
სამუშაოს აღწერა:
** ნედლი და ფარშირებული ხორცის დამუშავება, დამარინადება.
** სამუშაო პროცესში სიახლეების დანერგვაში მონაწილეობა და პროცესის გამართულად მიმდინარეობის უზრუნველყოფა
** სტანდარტული რეცეპტების დაცვა და წარმოების პროცესების კონტროლი
** შემუშავებული მენიუს მიხედვით პროდუქტის ხარისხის შენარჩუნება.
** საჭიროების შემთხვევაში დახმარება გუნდთან ერთად სხვადასხვა წარმოების ეტაპში.
** ახალი პროდუქტებისა და გემოების შემუშავება, ინოვაციების დანერგვა წარმოების პროცესში, შემუშავებული მენიუს გაფართოების მიზნით.
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
** აუცილებელია გამოცდილება ხორცის ტექნოლოგიის მიმართულებით
** პროდუქტების წარმოების სტანდარტების ცოდნა
** ორგანიზებულობა, ზუსტი დროის მართვა და დეტალებზე ორიენტირება.
ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება შეთანხმებისამებრ. შესაძლებელია პარალელურად სხვა სამსახურთან შეთავსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ რეზიუმე მეილზე - hr@degusto.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591 59 70 70.
|
|
|
|