|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
რეფიქსი
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ კვალიფიციური მომსახურეობის გაწევა;
** კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის, პროდუქციის რეალიზაცია;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის მიღება, დახლებზე და თაროებზე განაწილება, მოწესრიგება;
** ფასების იარლიყების სწორად განთავსება;
** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. თვალჭრელიძის III შესახვევი, N2ა.
კვირაში 5 დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა;
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
კომპანია "რეფიქსი"-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@reffix.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|