Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700957&print=yes&view=jobs
 
ვიდეომონიტორინგის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეომონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
კომპანია" ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

გვიხილეთ:

Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ან ვებ-გვერდზე https://baraka.ge/

ბარაქაში ვაცხადებთ ვაკანსიას - ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ სავაჭრო ობიექტებზე ვიდეომონიტორინგის განხორციელება;
** სავაჭრო ობიექტებზე საეჭვო ქმედებების, დარღვევებისა და ინციდენტების დაფიქსირება;
** სავაჭრო ობიექტებზე სალაროების კონტროლი და დარღვევების დაფიქსირება;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება და ინფორმაციის გადაცემა ხელმძღვანელთან;
** მოთხოვნის შემთხვევაში ჩანაწერების ამოღება და მიწოდება უფლებამოსილი პირებისთვის;
** საწვავის გაცემის პროცესის მართვა და რეპორტების მომზადება;
** ჯიპიესების საშუალებით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონტროლი და საწვავის ლიმიტების განსაზღვრა;
** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად და ეფექტურად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 1500 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი.

შეტყობინება: "ბარაქა" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

"ბარაქა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია