Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი/შემფუთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი/შემფუთავი
მომწოდებელი: ძინტარსი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
შპს "ძინტარს ჯორჯია ბიუთი" გუნდში ეძებს საწყობის თანამშრომელს, შემფუთავის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: Dzintars - ძინტარსი არის ლატვიური კოსმეტიკისა და სუნამოების ბრენდი/კომპანია, რომლის ისტორია დაიწყო 1849 წელს როგორც საპნისა და სუნამოების ქარხანა. დღეს დღეობით "ძინტარსი" ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და ცნობილი კომპანიაა ლატვიასა და ბალტიის რეგიონში.

კომპანიის ძირითადი აქცენტი არის ბუნებრივ და ხარისხიან ინგრედიენტები.

2024 წლიდან "ძინტარსის" პროდუქცია საქართველოს ბაზარზეც აქტიურად გამოჩნდა და გვხვდება PSP სააფთიაქო და "კარფური"-ს ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელებში.

პოზიციის აღწერა:მუყაოს ყუთის აწყობა, მზა პროდუქციის მუყაოს ყუთებში მოთავსება და დასტიკერება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა
** გუნდში მუშაობის უნარი და გამოცდილება
** სისუფთავისა და სამუშაო პროცესში ჰიგიენური ნორმების დაცვის უნარი
** სწრაფი მუშაობის და დროის ეფექტურად მართვის უნარი

ანაზღაურება: დღეში 60 ლარი (ხელზე ასაღები). გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ხელფასი ჩაირიცხება ერტიანად, ნამუშევარი დღეების ჯამური კალკულაციით.
სამუშაო დღეები-საათები: ორშაბათი-პარასკევი, დღეში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
ლოკაცია: გლდანი, თავისუფალი ზონა, თბილისი (ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი გზა, მე-12 კილომეტრი)

ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საინტერესო გუნდს, გაგვიზიარე შენი რეზიუმე ან საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულ მეილზე: hr@tbilisihills.com.

subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "საწყობის თანამშრომელი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე