Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: Metta
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
სამშენებლო კომპანია "მეტტა|Metta" 2018 წელს შეიქმნა. ორგანიზაციას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს https://www.metta.ge

"მეტტა|Metta" ეძებს გუნდის ახალ წევრს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამშენებლო ობიექტის ლოკაცია დაზუსტდება გასაუბრების ეტაპზე
სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მონიტორინგი და ანგარიშგება;
** კანონით განსაზღვრულ ვადებში რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება და განახლება;
** კანონით განსაზღვრულ ვადებში შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესში არსებული ხარვეზებისა და საფრთხეების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების კუთხით ობიექტის რეგულარული ინსპექტირება;
** შრომის უსაფრთხოების მიმართულებით რეპორტინგის წარმოება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში;
** სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის/ დიპლომის ფლობა;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** MS Office (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა

უნარები და შესაძლებლობები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განაცხადის გასაკეთებლად და რეზუმეს ასატვირთად, გთხოვთ, გადადით ბმულზე: https://wkf.ms/46Dkd6K

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე