|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ბიზნეს ცენტრი მარჯანიშვილზე
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
ბიზნეს ცენტრი მარჯანიშვილზე აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა/აუდიტი);
** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი - ქართულად;
** MS Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
** კანდიდატმა უნდა შეძლოს მუშაობის დაწყება მომენტალურად
** კანდიდატს უნდა ქონდეს ინტერნეტ ბანკთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, პროგრამაში გატარება (რეალიზაციის,
ხარჯების, სალაროს და ა.შ. ოპერაციების);
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვა;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები,
მიღება-ჩაბარების აქტები, ხარჯთაღრიცხვები) - წარმოება და დაარქივება;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** rs.ge სთან მუშაობა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე, ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** მუდმივი სწრაფვა სწავლა-განვითარებისადმი;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური
პრიორიტეტად ჩაითვლება:
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ უწყვეტი 2 წლიანი სამუშაო სტაჟი;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია "ინფო საწარმო"
სამუშაო დღე: სრულ განაკვეთზე, ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
შაბათი - 12:00-17:00
ანაზღაურება: საწყისი დარიცხული ხელფასი 1250 ლარიდან
გამოსაცდელი პერიოდი - 6 თვე (ანაზღაურებადი).
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ:
** რეზიუმეში გარკვევით მიუთითონ ბუღალტრული და საბუღალტრო
პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება და მოკლე ბიოგრაფიული ცნობები:
რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@epoly.ge მეილის სათაურში (subject) მიუთითონ "ბუღალტერი".
|
|
|
|