Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700920&print=yes&view=jobs
 
მებაღეობის განყოფილების უფროსის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებაღეობის განყოფილების უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: ეროვნული ბოტანიკური ბაღი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მებაღეობის განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 2, 880 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)

შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა:

ფუნქციები:

** ბაღის ტერიტორიაზე არსებული ნარგავების მოვლა-პატრონობისა და ლანდშაფტური იერსახის შენარჩუნების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ღია გრუნტის მცენარეებისათვის აგროტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** ბაღის ტერიტორიაზე შემოსული სარგავი მასალის ფიტოსანიტარული მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტირების ორგანიზება და განხორციელება;
** ბაღის ფიტოგეოგრაფიულ ნაკვეთებზე არსებული კოლექციებისა და ინფრასტრუქტურის რეგულარული მონიტორინგი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დროული ინფორმირება და შემდგომი ღონისძიებების კონტროლი;
** მცენარეთა დაცვის მიმართულებით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება, გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობა და შესრულებაზე კონტროლი;
** თანამშრომელთა გადამზადებისა და ინსტრუქტაჟის პროცესის ორგანიზება;
** განყოფილების საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაცემული ორგანიზაციის ქონების მოვლის, შენახვისა და ექსპლუატაციის წესებისა და პირობების დაცვა;

ვალდებულებები:

** განყოფილების სამუშაო პროცესების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** ბაღის მცენარეული კოლექციებისა და ლანდშაფტის მოვლა და განვითარება;
** ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების, სატყეო საქმის, ეკოლოგიის მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოსალოდნელი შედეგების წინასწარ განჭვრეტის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 13.03.2026

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე Hr@nbgg.ge

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია