|
დასახელება:
სატელეფონო სისტემების ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ციფრული მმართველობის სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 თებერვალი
|
სამუშაო პოზიციის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის სატელეფონო სისტემების ადმინისტრატორი.
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სატელეფონო სერვერების სისტემური და საკონფიგურაციო სამუშაოების წარმოება;
** სატელეფონო პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურაცია და მხარდაჭერა.
** სხვადასხვა ანალიტიკის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მოდულების ინტეგრაცია.
** არსებული ინფრასტრუქტურის დოკუმენტირება;
** ტელეფონის ინფრასტრუქტურის სისტემური მხარის შემუშავება და დახვეწა;
** ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე მუშაობა;
** სატელეფონო სისტემების მუდმივი მონიტორინგი და შიდა სატელეფონო ზარების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სატელეფონო სისტემების მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისათვის სატელეფონო სერვისის მიწოდების მუდმივი კონტროლი;
** მომხმარებლების სატელეფონო წვდომის დონეების განსაზღვრა;
** სისტემის მუშაობაში ხარვეზების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა;
** შემოსული და გასული ზარების აღრიცხვა;
** დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (დეს) მეშვეობით წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სატელეფონო საუბრის ჩაწერის უზრუნველყოფა;
** დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** VoIP სატელეფონო სისტემების ადმინისტრირების გამოცდილება;
** შემდეგ სისტემებთან და პროტოკოლებთან მუშაობის გამოცდილება: Linux; TCP/UDP/IP, RTP/RTCP და სხვა პროტოკოლები; Open Source Voip პლატფორმა (Asterisk); TCP/IP; MYSQL; A2billing/Charging; Cisco Unified Communications Manager, Cisco Contact Center Express- მხარდაჭერა; Cisco Call Manager and Call Manager Express - კონფიგურაცია;
** SIP Trunk, Call Routing, IVR, Call queues და PBX კონფიგურაციის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა - B2.
უნარ-ჩვევები:
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, 2026 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge და მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სატელეფონო სისტემების ადმინისტრატორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
|
|
|
|