Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: DS MEDICAL
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
კომპანია "DS MEDICAL" — სამედიცინო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქციაა კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდა და არსებული/პოტენციური კლიენტების ეფექტური მართვა.

პოზიციის მოვალეობები მოიცავს:

** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელებას დადგენილი გეგმის შესაბამისად და ვიზიტების ხარისხის უზრუნველყოფას კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ლაბორატორიის ხელმძღვანელებთან) შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებას; კომპანიის პროდუქციის პრეზენტაციას;
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილ ცოდნას და მათ სწორ კომუნიკაციას კლიენტებთან;
** კლიენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, შენარჩუნებას და ახალი კლიენტების აქტიურ მოძიებას;
** ვიზიტებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოებას;
** კომპანიის მიერ განსაზღვრული გაყიდვების გეგმების შესრულებას;
** ბაზრის კვლევას და ახალ პროდუქტებზე ინფორმაციის მოძიებას;
** პროდუქციის ნაშთების მუდმივ მონიტორინგს;
** შეკვეთების დროულ მომზადებას და ოპტიმალურ დაგეგმვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორაციული კულტურის სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას;
** შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე.

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:
info.dsmedical@gmail.com და გთხოვთ, Subject-ის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე