|
დასახელება:
უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კაუკასუს აუტო
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
"კაუკასუს აუტო" 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.
"კაუკასუს აუტოში" უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების სპეციალისტს ვეძებთ:
ფუნქცია-მოვალეობები:
** ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების (კამერები, DVR/NVR, მონიტორები) გამართული მუშაობის კონტროლი
** კამერებისა და უსაფრთხოების მოწყობილობების ტექნიკური გაუმართაობის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
** დაშვების კონტროლის სისტემების (ბარათები, ტურნიკეტები, ელექტრონული საკეტები და ა.შ.) გამართვა და მომსახურება
** უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებული სხვა ელექტრონული მოწყობილობების ტექნიკური მხარდაჭერა
** სისტემების პერიოდული შემოწმება და პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება
** პრობლემებზე დროული რეაგირება და ფილიალებთან კოორდინაცია
** საჭიროების შემთხვევაში ახალი მოწყობილობების ინსტალაცია და კონფიგურაცია
** შესრულებული სამუშაოებთან დაკავშირებით მოკლე ანგარიშების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უსაფრთხოების ან სუსტი დენების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ვიდეოსამეთვალყურეო და დაშვების კონტროლის სისტემების პრინციპების თეორიული ცოდნა და მათთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** ტექნიკური პრობლემების სწრაფად დიაგნოსტირების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მობილურობა (ფილიალებში გადაადგილების შესაძლებლობა)
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/CEwh
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა.
გელოდებით!
|
|
|
|