|
დასახელება:
შესყიდვების და მარაგების მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
GramPak Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
შპს GramPak Georgia 15 წელია წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას; საოფისე, საკანცელარიო და სამეურნეო ნივთების დისტრიბუციის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და მარაგების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მეტრო ისანის მიმდებარედ
სამუშაოს აღწერა:
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების/პირობების მოლაპარაკება
** საწყობის მარაგების აღრიცხვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია
** პერიოდული ანგარიშების მომზადება.
** შესყიდვების პროცესის დოკუმენტაციის სისტემატიზაცია.
** გუნდთან კოორდინაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word - Excel);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესყიდვების აღრიცხვის, ან ბუღალტერიის მიმართულებით;
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** ენების ცოდნა: ინგლისური, ენის საშუალო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** რომელიმე სააღრიცხვო სისტემის დამწყებ დონესე ცოდნა ჩაითვლება ასევე უპირატესობად.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
** ულიმიტო სასაუბრო დროის სიმ-ბარათს,
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** საწყისი ანაზღაურება 1200 ლარი; შემდგომი ზრდის პერსპექტივით,
მუშაობის გრაფიკი: 9:30-18:00. ორშაბათი-პარასკევი.
(თვეში მხოლოდ 2 შაბათი არასრული სამუშაო დღე). (მდებარეობა: მეტრო ისნის მიმდებარედ)
ყველა დაინტერესებულ პირს, ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV და სურათი მისამართზე: hr4grampak@yahoo.com
|
|
|
|