|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ინტერლაბი
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
კომპანია "ინტერლაბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ჩვენ, შპს "ინტერლაბი", ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პიროვნებას.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების ძიება და მათთან კონტაქტის დამყარება.
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციებისა და წინადადებების მომზადება ჩვენი პროდუქციის უპირატესობისა და მახასიათებლების წარმოსაჩენად;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება და შემდგომი განვითარება;
** თვალის დევნება ინდუსტრიის ტენდენციების, კონკურენტების აქტივობებისა და ბაზრის დინამიკის შესახებ.
** გაყიდვების გუნდთან ერთად სატენდერო წინადადების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება არ წარმოადგენს აუცილებლობას.
** ძლიერი საკომუნიკაციო და ინტერპერსონალური უნარები;
** ორგანიზაციული უნარები სხვადასხვა პრიორიტეტისა და ვადების მართვის შესაძლებლობით;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2).
** სამედიცინო განათლება ჩაითვლება უპირატესად.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
** სამუშაო გრაფიკი: 10-დან 18 სთ.-მდე (შაბათ-კვირას და ოფიციალურ უქმე დღეებში კომპანიაში არასამუშაო დღეებია);
** მზარდი ანაზღაურება
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს მუშაობისათვის საჭირო ყველა რესურსით.
ჩვენს შესახებ:
2005 წლიდან კომპანია ინტერლაბი ახორციელებს ლაბორატორიების კომპლექსურ მომარაგებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და წარმოადგენს ძირითადად ცნობილი ევროპული ლაბორატორიული ტექნიკის, ტესტ-სისტემების, რეაგენტების და სახარჯი მასალების მწარმოებელი კომპანიების დისტრიბუტორს საქართველოში.
თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებთან, ასევე მრავალ პატარა და საშუალო დატვირთვის ლაბორატორიებთან.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე:http://www.interlab.ge
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მეილზე: cv@interlab.ge
შერჩეულ კანდიდატებს ჩვენ დავუკავშირდებით.
|
|
|
|