Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: აის ლენდ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
სადისტრიბუციო კომპანია "აის ლენდ ჯორჯია" აცხადებს ოპერატორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 8:30-18:00 სთ
არ განიხილება დისტანციურად მუშაობა.
ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების განხრით);
** სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 6 თვე (უპირატესობა მიენიჭება FMG (SBS) -პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას);
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების პროგრამული მიღება/დამუშავება/დისტრიბუტორებზე განაწილება;
** მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა;
** სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში;
** რეპორტების მომზადება (საჭიროებისამებრ);

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** შრომისმოყვარე
** მათემატიკური აზროვნების უნარით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე salome.baqradze@gmail.com და ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ.

შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "აის ლენდ ჯორჯია"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე