Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700845&print=yes&view=jobs
 
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: გზების სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
გზების სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

** ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველი;
** დამხმარე ბუღალტერი;
** სამუშაოთა მწარმოებელი;
** კადრების ინსპექტორი;


ტენდერების მენეჯერი/ხარჯთაღმრიცხველის პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიისთვის საინტერესო სახელმწიფო ტენდერების მოძიება და ანალიზი;
** სრული სატენდერო პროცესის მართვა და კოორდინაცია;
** სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა, მოთხოვნების შეფასება და წინადადებების წარდგენა მოთხოვნების სრული დაცვით;
** შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციის წარმოება, ტენდერისთვის საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით;
** ტენდერების დოკუმენტაციის მართვა;
** სამშენებლო პროექტებისთვის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
** ფორმა 2-ის მომზადება, საპროექტო და საშემსრულებლო დოკუმენტაციის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა;
** საჭიროების შემთხვევაში წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით;
** შესაბამისი ტექნიკური ან საინჟინრო განათლება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
** სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;

დამხმარე ბუღალტრის პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
** შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (Rs.ge-ზე) მუშაობა;
** ბუღალტერიასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის (დირექტორის, ბუღალტრის) მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან;
** საჭიროების შემთხვევაში წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამის Oris ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტურად მართვის და დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;

სამუშაოთა მწარმოებლის პირობები:

** ანაზღაურება: შეთანხმებით
** გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 1 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის განსახორციელებლად საჭირო მასალების ვიზუალური დათვალიერება;
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის მკაცრი კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
** შეთანხმებული გეგმის მიხედვით ობიექტზე სამუშაოების დაწყება, დავალებების განაწილება, მუშაობის განრიგის შედგენა და კომუნიკაცია ჩართულ პირებთან;
** სამუშაოების დადგენილი სამშენებლო სტანდარტებით და უსაფრთხოების ნორმების დაცვა, დაკვირვება და გადახრებზე რეაგირება;
** მასზე მიმაგრებული რესურსების (მანქანა მექანიზმები, მასალები, მუშა პერსონალი) ეფექტური განაწილება და მართვა;
** პროექტისთვის გამოყოფილი მასალების, შრომითი და სხვა რესურსების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ და ხელმძღვანელთან წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგზაო სფეროში;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** საქმიანობის ორგანიზების, დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;

კადრების ინსპექტორის პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზაჰესი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** გამოსაცდელი პერიოდის ხანგრძლივობა: 3 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** წერილების შედგენა და გაგზავნა შესაბამის სამსახურთან;
** დოკუმენტების შედგენა (ხელშეკრულება, ბრძანება, მ.ჩ აქტი და სხვა);
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
** შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაციის წარმოება, საჭირო ინფორმაციის კოორდინაციის მიზნით;
** კომპანიის დირექტორის და ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოთი) შემდეგ მისამართზე: roadcompany.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია