Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700843&print=yes&view=jobs
 
მშენებლობის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის ზედამხედველი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვა, გაანალიზება და მოცულობების გამოთვლა;
** სამშენებლო პროექტისთვის ყველა საჭირო ნებართვის, სამუშაოს და ხარჯის განსაზღვრა;
** ხარჯთაღრიცხვის შესწავლა, შედარება საბაზრო ფასებთან, პროექტთან შესაბამისობის დადგენა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** პროექტის ვადების დადგენა;
** დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** პერიოდულად ობიექტზე ვიზიტი;
** ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების და გაწეული ხარჯის მონიტორინგი, დასკვნის მომზადება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** რომელიმე უცხო ენის ცოდნა;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვის და ანალიზის უნარი;
** პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad).

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 26 თებერვლის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტაზე hr@basisbank.ge. სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია