|
დასახელება:
ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
სუპერმარკეტების ქსელი ვილმარტი
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
სუპერმარკეტთა ქსელი "ვილმარტი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 08:30-18:00
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
კვირაში 1 დღე დასვენება
ძირითადი მოვალეობები:
** დისტრიბუციისგან მიღებული პროდუქციის სწორად აღრიცხვის უზრუნველყოფა
** აღწერილი პროდუქციის შედარება სასაქონლო ზედნადებთან, საჭიროების შემთხვევაში კორექტირების მოთხოვნა ან გაუქმება
** მიღებული სასაქონლო ზედნადების დადასტურება და პროგრამულად საწყობის ნაშთზე ასახვა
** სხვა საწყობზე/ობიექტზე ან მომწოდებელზე გადასაწერი პროდუქციისთვის სასაქონლო ზედნადების მომზადება და ატვირთვა
** ატვირთული სასაქონლო ზედნადების საფუძველზე პროდუქციის გადაადგილების ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში
** სავაჭრო და წარმოების ობიექტებიდან მიღებული ვადაგასული/დაზიანებული პროდუქციის აღრიცხვა, ზედნადებთან შედარება და დადასტურება ან კორექტირების მოთხოვნა
** ვადაგასული/დაზიანებული პროდუქციის საწყობის ნაშთიდან ჩამოწერა დადგენილი პროცედურების დაცვით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასაქონლო ზედნადებთან და სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** საწყობის აღრიცხვის პრინციპების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@willmart.ge ან დაგვიკავშირდით 577 282 139
გახდი "ვილმარტის" გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!
|
|
|
|