Робота для біженців з України
მოძრავი მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოძრავი მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ზებრა გრუპი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
შპს "ზებრა გრუპ" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ტერიტორია: თბილისი (ვაკე-საბურთალო, ისთ ფოინთი, ასევე ისნისა და ორთაჭალის სავაჭრო ქსელები).
** გრაფიკი: სრული (დღეში 8 საათი), კვირაში 3, 4 ან 5 დღე (სურვილის შესაბამისად)
** ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო ობიექტებზე მისვლა, პროდუქციის მოწესრიგება და პლანოგრამის მიხედვით განთავსება;
** სადისტრიბუციო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** პროდუქციის გამოტანა საწყობიდან და თაროებზე განთავსება;
** სტენდების/თაროების მაქსიმალურად შევსება;
** პროდუქციის ფასების გაკონტროლება;
** მარაგის/რაოდენობის გაკონტროლება;
** განთავსებული პროდუქციის ფოტომასალის ყოველდღიური წარდგენა WhatsApp-ის მეშვეობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word და სხვ.) ცოდნა;
** ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, ორგანიზებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

თუ დაინტერესდით და აკმაყოფილებთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@zebra-group.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე