Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=700819&print=yes&view=jobs
 
ვიდეოგრაფი/ფოტოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეოგრაფი/ფოტოგრაფი
მომწოდებელი: მარკეტინგული კომპანია
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
ჩვენი მარკეტინგული კომპანია 2022 წლიდან ეხმარება ბრენდებს განვითარებაში თუ ჩამოყალიბებაში.

გუნდში დამატებით ვეძებთ ვიდეოგრაფს/ფოტოგრაფს.

გრაფიკი:

** კვირაში 3 დღე (შეთანხმებით)
** დღეში 5 საათი (შეთანხმებით)

ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც ექნება პასუხისმგებლობის გრძნობა, საქმის სიყვარული.

გადაიღებთ რილსის ფორმატის ვიდეოებს, ფოტოებს, ჩაწერთ ადამიანებს და ა.შ. - სხვადასხვა ობიექტზე, თბილისში.

შესაძლოა კვირაში საერთოდ არ გქონდეთ დატვირთულობა. ან მომდევნო კვირაში სამივე დღე დატვირთული იყოთ.

რაც მთავარია:

** თქვენ არ ამუშავებთ არც ვიდეოებს, არც ფოტოებს.
** წინასწარ გექნებათ ინფორმაცია რას ვიღებთ და როგორ.
** აუცილებელია გქონდეთ: სტაბილიზატორი, ფოტოაპარატი, მიკროფონი.

რას მიიღებთ ჩვენგან:

** ყოველთვიურ ანაზღაურებას
** მეგობრულ გუნდს
** შეთანხმებულ გრაფიკს
** ანაზღაურება კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

გამომიგზავნეთ თქვენი ნამუშევრები, გადაღებული ვიდეოები მეილზე: info@digitalquest.ge

Subject ველში მიუთითეთ "ვიდეოგრაფი", წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკანსია არ განიხილება.

გელოდებით ჩვენს გუნდში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია