|
დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია
|
|
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 12 მარტი
|
ორგანიზაცია: საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია (ჯეოპერიო)
სტომატოლოგიური პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია, რომელიც 10 წელია უზრუნველყოფს თანამედროვე განათლების მიწოდებას ექიმებისა და სტუდენტებისთვის.
ორგანიზაციის ეგიდით ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლე და გრძელვადიანი კურსები.
ვაკანსია: გაყიდვების სპეციალისტი
სფერო: საგანმანათლებლო ორგანიზაცია
სამუშაო ფორმატი: დისტანციური
დასაქმება: ნახევარ განაკვეთზე
სამუშაოს აღწერა:
ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც კარგად ერკვევა გაყიდვების სპეციფიკაში და შეძლებს საგანმანათლებლო პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურ რეალიზაციას.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია (ტელეფონით, მეილით)
** საგანმანათლებლო პროგრამების/სერვისების შეთავაზება/გაყიდვა
** პოტენციური კლიენტების მოძიება
** გაყიდვების პროცესის სრულად მართვა
** შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა
** გუნდთან კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება (სასურველია)
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოტივაცია და მობილიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე
** არ მოითხოვება სამედიცინო განათლება, მთავარია კადრი სპეციალიზებული იყოს გაყიდვების მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** დისტანციურ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
** ასოციაცია უზრუნველყოფს შერჩეული კადრის გადამზადებას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
t.kochladze@geoperio.ge
www.geoperio.ge
|
|
|
|