Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ფავორიტი სტილი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
შპს "ფავორიტი სტილი" - ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ფავორიტი სტილის მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

ფავორიტი სტილის პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.

შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!

კომპანია "ფავორიტი სტილი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: საწყობის მენეჯერი.

ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.

გრაფიკი: სრული განაკვეთი
მისამართი: ქ. თბილისი, აბელ ენუქიძის #5

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის მარაგების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესყიდვების მოთხოვნა.
** ყოველთვიური ინვენტარიზაცია და რეპორტინგი.
** საწყობში და წარმოებაში არსებული მასალების ნაშთები კონტროლი
** საწყობიდან გასული მასალების აღრიცხვა და კონტროლი.
** ყოველთვიური რეპორტი ბუღალტერიასთან, ნაშთების, გასული და შემოსული
მასალების შედარება.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი;
** პასუხისმგებლობიანი;

დამატებითი ბენეფიტები:

** 50%-იანი ფასდაკლება კვებაზე;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი"

"ფავორიტი სტილი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ფავორიტი სტილ" -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@phfavorite.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე