|
დასახელება:
ქლაუდ გადაწყვეტების ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
UGT
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
კომპანია "UGT"-ში ვაცხადებთ ვაკანსიას ქლაუდ გადაწყვეტების ინჟინრის პოზიციაზე.
ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ პიროვნებას, რომელიც წარმართავს მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისი ქლაუდ სერვისების შერჩევის პროცესს, ითანამშრომლებს გაყიდვების გუნდთან და გაუწევს მათ მხარდაჭერას ტექნიკური გადაწყვეტების ნაწილში. გარკვეული იქნება UGT ქლაუდ სერვისების დეტალებში და მონაწილეობას მიიღებს ახალი სერვისების და პროდუქტების შემუშავებაში.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტების მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტების შემუშავება UGT ქლაუდ პროდუქტებისა და სერვისების მეშვეობით;
** შეთავაზების ტექნოლოგიურ-ფუნქციონალური ნაწილის მომზადება და დამკვეთებისთვის პრეზენტირება;
** კომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა დამკვეთების UGT ქლაუდ სერვისების შეძენაში დარწმუნების მიზნით;
** მონაწილეობის მიღება UGT Cloud პროდუქტებისა და შაბლონური გადაწყვეტების შემუშავება-განვითარების პროექტებში და ტექნიკური კონტენტის შექმნა მარკეტინგულ აქტივობებში გამოსაყენებლად.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
** IT სისტემების და ინფრასტრუქტურების მოწყობის კარგად ცოდნა: სერვერები, მონაცემთა სანახები, ქსელები, ვირტუალიზაცია, მონაცემთა რეზერვირება, უსაფრთხოება;
** საჯარო ქლაუდ პლატფორმების (AWS/Azure/GCP...) საბაზისო ცოდნა;
ენები:
** ქართული და ინგლისური ენების გამართული ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნაც.
სამუშაო გამოცდილება:
** სასურველია IT სისტემური/ქსელური ადმინისტრატორის ან IT მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 2-4 წლიანი გამოცდილება;
** ალტერნატიულად, დასაშვებია IT კომპანიაში პრესეილს ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
კომპეტენციები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიებისა და ცოდნის ადვილად ათვისების უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანი.
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები
** კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ანაზღაურება;
** 2x თვის ანაზღაურების მოცულობის პრემია - ამოცანებზე თავის გართმევის შესაბამისად;
** ანაზღაურების პერიოდული ზრდა დაგროვებული კვალიფიკაცია-გამოცდილების შესაბამისად;
** საინტერესო პროექტებზე და კომპეტენტურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა;
** ხელშეწყობა პროფესიულ განვითარებაში, ტრენინგები და სერტიფიკაცია;
** სამედიცინო დაზღვევის პაკეტი, ჩართვა Fitpass სისტემაში.
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 11 მარტის ჩათვლით.
ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1181/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|