Робота для біженців з України
ავტოსერვისის ბუღალტერ/ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოსერვისის ბუღალტერ/ოპერატორი
მომწოდებელი: სენა ავტო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
სენა ავტო ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის ბუღალტერ/ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:



** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
** ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია ACCA სერთიფიკატი);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
** სავალდებულოა ბუღალტრული და ბიზნეს პროგრამების (ინფინატი, ორისი, სუპერფინი, ფინა, აპექსი, ინფო-ბუღალტერი და ა.შ. - ერთ-ერთი პროგრამის მაინც) საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
** ბუღალტერიის სფეროში მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: offoce@senamotors.com.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე