Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი" პარტნიორი ორგანიზაციისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი B2B გაყიდვების შესაძლებლობების აქტიური იდენტიფიცირება და დამუშავება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების მართვა და განვითარება;
** კლიენტების საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების პრეზენტაციების, ფასის შეთავაზებებისა და კომერციული წინადადებების მომზადება და წარდგენა;
** კომერციული პირობების მოლაპარაკება და გაყიდვების დილების დახურვა;
** მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული გაყიდვების გეგმებისა და მიზნების შესრულება;
** კლიენტებისა და გაყიდვების მონაცემების ზუსტად აღრიცხვა CRM სისტემაში;
** კლიენტთა უკუკავშირის, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების მონიტორინგი;
** კლიენტებთან შეხვედრებში, საველე ვიზიტებსა და ინდუსტრიულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
** შიდა გუნდებთან კოორდინაცია შეკვეთების შეუფერხებლად შესრულებისა და კლიენტების კმაყოფილების უზრუნველსაყოფად;
** გაყიდვების რეპორტებისა და პროგნოზების რეგულარული მომზადება.

ცოდნა და გამოცდილება:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (ზეთების, ავტომობილების, ინდუსტრიულ ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები - MS Office, CRM სისტემები;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: stkebuchava@onepoint.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია ვან ფოინთმა დაამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე