Робота для біженців з України
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
მომწოდებელი: ემერჯენსი სერვისი
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი სს "ემერჯენსი სერვისი" აცხადებს შესარჩევ კონკურსს - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, გადაუდებელი სერტიფიკატის მქონე პირის ვაკანტურ პოზიციებზე ქალაქ თბილისში.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
** მინიმუმ 5 წლის პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე - info@ers.ge, გამოგზავნოს CV
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, სააპლიკაციო ფორმაში მიუთითოთ სასურველი ქალაქი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 მარტი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე