|
დასახელება:
სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
ეს ბი ეს სმარტ ბიზნეს საპორტ
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
თუ გაინტერესებს ადამიანური რესურსები, რეკრუტინგი და რეალური სამუშაო გამოცდილება, ეს სტაჟირება სწორედ შენთვისაა
ჩვენ ვეძებთ აქტიურ, ცნობისმოყვარე და პასუხისმგებლობიან სტაჟიორს, ვისაც სურს სწავლა პრაქტიკით და არა მხოლოდ თეორიით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
ფორმატი: ჰიბრიდული
რას გააკეთებ სტაჟირების განმავლობაში?
(ნუ შეგეშინდება - ყველაფერს ეტაპობრივად გასწავლით)
** დაგვეხმარები ვაკანსიების განთავსებაში (LinkedIn, jobs.ge და სხვა პლატფორმები)
** ისწავლი LinkedIn-ით შესაფერისი კანდიდატების მოძიებას
** გადაარჩევ შემოსულ რეზიუმეებს მარტივი და გასაგები კრიტერიუმებით
** შეავსებ და განაახლებ კანდიდატების მონაცემებს სისტემაში
** დაუკავშირდები კანდიდატებს
** დაგეგმავ ინტერვიუებს (კალენდარი, მოწვევები)
** დაესწრები გასაუბრებებს
ვის ვეძებთ?
** ვისაც რეალურად აინტერესებს HR და/ან რეკრუტინგი
** ვისაც შეუძლია ორგანიზებულად მუშაობა და ყურადღებიანია დეტალების მიმართ
** ვისაც სურს სწავლა, განვითარება და უკუკავშირის მიღება
** ვისაც აქვს საბაზისო კომპიუტერული უნარები
რას მიიღებ ჩვენთან?
** რეალურ გამოცდილებას რეკრუტინგისა და HR სფეროში
** პრაქტიკულ ცოდნას, რომელსაც მომავალ სამსახურში ნამდვილად გამოიყენებ
** მენტორის მხარდაჭერას და ეტაპობრივ სწავლებას
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ მითითებული ლინკი: https://forms.gle/Hxj7XEvR8kRx9iLm7
|
|
|
|