|
დასახელება:
ექსპორტ მენეჯერი / გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კახური ღვინის მარანი
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
შპს "კახური ღვინის მარანი", რომელიც 2007 წლიდან წარმატებით ოპერირებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება-რეალიზაციის სფეროში და თავისი პროდუქცია ექსპორტზე გააქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, აცხადებს ვაკანსიას თბილისის ოფისში — ექსპორტ მენეჯერი / გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (რუსული ენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია)
** ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და დამხმარე საშუალებების ცოდნა
** ძლიერი კომუნიკაციისა და წერითი უნარები.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** გახსნილობა, აქტიურობა და კეთილგანწყობა
** გამართული მეტყველება
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** ღვინის საერთაშორისო ბაზრის ანალიზი და მიმდინარე ტენდენციების შესწავლა
** კლიენტების მოძიება და ურთიერთობის მართვა
** კომპანიის ელფოსტის ყოველდღიური მონიტორინგი
** ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა
** ექსპორტისა და ადგილობრივი გაყიდვების მონიტორინგი (აქციზური მარკები, ტრანსპორტირება და კონტროლი)
** შესყიდვების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება
** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია და შეფასება
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე 18 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: info@kgm.ge
|
|
|
|